სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შორენა ხანგოშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შორენა ხანგოშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, "სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანგოშვილს აღმკვეთი ღონისძიება - დაპატიმრება უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით უნდა შეცვლოდა, ამდენად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით 5000-ლარიანი გირაოთი შეცვალა".

სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საჩივრით თავად ბრალდებულმა მიმართა, რომელიც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდა.

შეგახსენებთ, რომ ხანგოშვილი სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით 16 სექტემბერს ახმეტაში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100