სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში დღეს ლაშა მაქაცარიამ ახალი სტადიონი გახსნა

იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ დღეს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში ახალი სტადიონი გახსნა.
სტადიონი "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში გაკეთდა. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 ათასი ლარი დაიხარჯა.
დღესვე გუბერნატორი ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ბეტონის გზა დაიგო. გზა სოფელ პერევისას და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას ეკლესიასთან დააკავშირებს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი 14 ათასი ლარის ღირებულებისაა.
"სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" მთავარი ღირებულება სწორედ ხალხის მონაწილეობაა გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს დისტანციას ხელისუფლებასა და მოსახლოებას შორის. მსგავსი სახის პროექტების დაფინანსება მომავალი წლიდან გაიზრდება", - განაცხადა გუბერნატორმა.
"სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100