სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 22 წლის სპორტსმენი შაურმამ მოწამლა - დედის თქმით, ბიჭი პარალიზებულია

თბილისში, ზაფხულში 22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში მოხვდა - ამის შესახებ, ახალგაზრდა ბიჭის დედამ მანანა გოროზიამ გადაცემაში "სხვა ნანუკაში" ისაუბრა.

დედის თქმით, 22 წლის სპორტსმენი რეაბილიტაციას გადის თუმცა, მდგომარეობა მძიმეა.

"საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს, ექიმმა უთხრა რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, რომ მოწამვლამ გამოიწვია სინდრომი გენაბარი. ეს დაავადება 100000 ადამიანიდან ერთს ემართება. ესაა ბაქტერია რომელიც, მთელს ორგანიზმს პარალიზებულს ხდის. დედა შვილის სიცოცლის გადასარჩენად იბრძოდა. მან ცხელ ხასზზე დარეკა და პასუხად მიიღო ის, რომ აღნიშნული ობიექტი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და დაიხურა" - აღნიშნა დედამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100