სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დავუშვათ, ჩამოხვედი საფრანგეთიდან და მეორე დღეს შენი 20 მეგობარი დაპატიჟე სადღაც, მათ რისკის ქვეშ აყენებ, ამიტომ უნდა ვიყოთ თვითიზოლაციაში "- იმნაძე ახალგაზრდებს მიმართვას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომნდაციებს არ ითვალისწინებს:

„დავუშვათ, ჩამოხვედი საფრანგეთიდან და მეორე დღეს შენი 20 მეგობარი დაპატიჟე სადღაც, 20 მეგობარს საფრთხის, რისკის ქვეშ აყენებ, იმიტომ რომ შენ თუ რამე გამოგივლინდა, ისინიც უნდა გადავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაცაში.

ვინც მოგზაურობს, ძირითადად ახალგაზრდები არიან. თქვენ ადვილად გადაიტანთ, მაგრამ თქვენ ჩამოიტანთ და უფრო ასაკის ადამიანები ხომ გყავთ, ბებიები, ბაბუები, დედა, მამა, ბიძა, ბიცოლა, ამ ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებთ. ეს უნდა გავიგოთ და ვიყოთ თვითიზოლაციაში. ”- განაცხადა იმნაძემ „ტვ. იმედის“ ეთერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100