სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის შენობაში შესვლამდე დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს სიცხეს უზომავენ

პარლამენტის შენობაში შესვლამდე ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს სიცხეს უზომავენ.

პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ.

დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები. გაიღება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარე. დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100