სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო მასშტაბით სიკვდილით 657 ადამიანი დასაჯეს

2019 წელს მსოფლიოში სიკვდილით 657 ადამიანი დასაჯეს - ინფორმაციას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ეს ის მონაცემებია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ოფიციალურად აღრიცხავს. მათივე თქმით, რეალურად სიკვდილით დასჯის შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია.

"ამნესტი ინტერნეიშენალში" ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ჩინეთში, 2019 წელს სიკვდილით ათასობით ადამიანი დასაჯეს. პეკინი საერთაშორისო ორგანიზაციებს სიკვდილმისჯილი პატიმრების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, შარშან ირანში სასჯელის უმაღლესი ზომა 251 ადამიანის მიმართ აღასრულეს. ოთხ შემთხვევაში პატიმარი 18 წლის იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100