სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს წესი აუგეს და დღეს დაკრძალეს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდი, წესის აგების შემდეგ, დღეს დაკრძალეს.

არასრულწლოვანისთვის წესის აგების გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ 29 აგვისტოს მიიღო. ლუკა აბჟანდაძეს წესი სოფლის მოძღვარმა აუგო.

არასრულწლოვნის დაკრძალვა რამდენიმე დღით, დედის საქართველოში დაბრუნებამდე იყო გადადებული.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს.

24 აგვისტოს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100