სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ გავიმარჯვეთ! - გიორგი გახარია არჩევნებზე

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ.

მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.

ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინ-სვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი", - წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 5 საათის მონაცემები შემდეგია:

ვის მიეცით ხმა დღევანდელ არცევნებზე :

ქართული ოცნება - 41%
ნაციონალური მოძრაობა 33%
ევროპული საქართველო 5%
ლელო 4%
გირჩი 3%
სტრატეგია აღმაშენებლი 3%
პატრიოტთა ალიანში 2%
მოქალაქეები 1%.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100