სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრ თურნნავს თქმით, პანდემიის მიუხედავად, აეროპორტების გაფართოების პროექტები არ შეფერხებულა.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“,-აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100