სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ხმაური იყო

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს, ხმაური იყო. მათ ჯერ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი ადმინისტრაციულ შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

დაპირისპირების დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეკრებილები ღამის კარავში გათევას აპირებენ. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100