სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიარაღებული დაპირისპირება ვარკეთილში - დაჭრილია მამაკაცი

ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელმა პირს დაზიანება ზურგისა და მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაშავებული მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს, მის სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100