სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეიდან კინოთეატრების მუშაობა განახლდება

საქართველოს კინოთეატრებში კინოჩვენებები დღეიდან აღდგება. პანდემიის გამო, მაყურებელს უსაფრთხოების გარკვეული ნორმების დაცვა მოუწევს. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებით, ღამის სეანსი 18:00 საათზე დაიწყება.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში არის დადგენილი კინოთეატრების მიმართ ზოგადი ხასიათის, გარკვეული პრევენციული მოთხოვნები. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას თითოეული მოქალაქისთვის, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. თერმოსკრინინგი, ისევე როგორც სადეზინფექციო სამუშაოები, პირბადის გამოყენება არის სავალდებულო ასეთი ტიპის ობიექტებზე“, - აღნიშნა შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100