სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

კონფლიქტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

დაჭრილი კაცი გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100