სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შრომის ინსპექცია, ბათუმში ნამყოფი ხართ?! პატრონი არ ყავს აქაურობას! ასეთი ადამიანების გამო ჩავიკეტეთ – ეკო ფანგანი მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, სოციალურ ქსელში ბათუმში რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე წერს და შრომის ინსპექციას მონიტორინგისკენ მოუწოდებს.

„შრომის ინსპექცია, ბათუმში ნამყოფი ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!

სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ყავს აქაურობას! შარშან ასეთი ადამიანების გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ?

ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!“- წერს ეკო ფანგანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100