სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. სხდომას მესამე პრეზიდენტი არ დაესწრება. პროცესზე ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვა იგეგმებოდა, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სასამართლოში არ მივა. "საქმე არის კომიკური და აქვს ერთადერთი მოტივაცია, რაც არის პოლიტიკური შურისძიება, პოლიტიკური რეპრესია, რაც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი იყო არა მხოლოდ ის მასკარადი, რაც ჩაფიქრებული აქვს ხელისუფლებას, არამედ ლაკმუსის ქაღალდი, ყველა ადამიანმა დაინახოს მისი აბსურდულობა და ბრალდებების კომიკური ხასიათი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს უყენებენ", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100