სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

რუსმა სამხედროებმა ბუნტი მოაწყვეს საბრძოლო გემზე, რომლიდანაც ოდესაში დესანტის გადასხმა იგეგმებოდა. ამის შესახებ clickthis.blog იუწყება. როგორც გამოცემა „დუმსკაიას“ ოკუპირებული ყირიმიდან აცნობეს, სადესანტო ოპერაციის დროს ოდესის მახლობლად სანაპიროზე დესანტის გადასხმა იგეგმებოდა, რისთვისაც წინასწარი მათ სარაკეტო ცეცხლი გახსნეს. პარალელურად ჰაერში უპილოტო საფრენი აპარატები და ვერტმფრენები დაფრინავდნენ. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და სანაპირო დაცვა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა და ცეცხლის გახსნას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს რუსი მეზღვაურები კავშირზე გავიდნენ და უკრაინულ მხარეს უკან დახევის შესაძლებლობა სთხოვეს. ამის შემდეგ კი ხომალდმა ოდესის მისადგომები დატოვა. „ჩვენი მონაცემებით რუსულ ხომალდზე ბუნტი მოხდა, რუსმა კაცებმა უარი თქვეს ბრძანების შესრულებაზე, რათა სლავური რუსულენოვანი ქალაქის შტურმი განეხორციელებინათ. რუსო სამხედროებო, მიჰბაძეთ თქვენს ამხანაგებს. თქვენი მტერი უკრაინაში კი არა, კრემლშია“, - წერია „დუმსკაიას“ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100