სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ დღეს „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ გადავა. „მინდა გაგიზიაროთ კარგი ამბავი - ხვალ, უფრო სწორად, დღეს, ლანჩამდე ან ლანჩის შემდეგ, „აზოვსტალი“ მთლიანად იქნება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. ყველაფერი მზად არის, სტრატეგია მზად არის, ჯარისკაცები მზად არიან. ამას უბრალოდ დრო სჭირდება და სულ ეს არის“, - განაცხადა კადიროვმა. მისი თქმით, თუ „აზოვსტალში“ ბოევიკები დადებენ იარაღს, „რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით, მიიღებს საუკეთესო, სწორ გადაწყვეტილებას მათთვის“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100