სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 ოქტომბერს ქუთაისში +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში იწვიმებს. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +15, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +17 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. გუდაურში დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +9 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანში უნალექო დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100