სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იმის გამო, რომ კალაძეს ჟურნალისტის კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ "ტვ პირველს" 15 ათასის გადახდა დააკისრა" - ნოდარ მელაძე

"იმის გამო, რომ კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ ,,ტვ პირველს" და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა"- ამის შესახებ განცხადებას ნოდარ მელაძე ავრცელებს.

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ტვ პირველი" აღნიშნულ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო:

შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება, კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან - ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი და ან ტელევიზორი.
ველოდებით, აღსრულების სამსახურს, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში ნივთების წასაღებად.
p.s კახა კალაძე, ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა, ჩემია და სადაც ვმუშაობ, ყველგან თან დამაქვს"- წერს ნოდარ მელაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველის“ ჟურნალისტის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ტელეკომპანიას და ჟურნალისტს 15 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. თბილისის მერი მორალური ზიანისთვის ჟურნალისტისგან 100 000 ლარს მოითხოვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100