სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადრების გავრცელებით სააკაშვილის ღირსება არ შელახულა - კობახიძე

შეელახა თუ არა ღირსება მიხეილ სააკაშვილს კადრების გავრცელებით - „ოცნების“ თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ღირსება არ შელახულა.

ირაკლი კობახიძე პირდაპირ აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო იძლებული გახდა კადრები გაევრცელებია, რადგან სააკაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა.

იუსტიციის სამინისტრო რეალუარად მესამედ აიძულეს, რომ ვიდეოჩანაწერებით ეპასუხა იმ კამპანიაზე, რომელიც წარმოებს ამ საკითხის გარშემო.

ღირსება, სააკაშვილს, რა თქმა უნდა არ შელახვია, არავითარ შემთხვევაში.

თქვენ ნახეთ ის ოროთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული, თქვენ ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის საედიცინო პრესონალს. ეს არის 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა. ეს გამოჩნდა ამ კადრებში. 2012 წლამდე ან საკანი რას გავდა, ან საავადმყოფოს პალატები რას გავდა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100