სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმების პროტესტმა შედეგი გამოიღო - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი გადააყენეს

ექიმების პროტესტი ექიმების პირველი გამარჯვებით დასრულდა - კიდევ ერთი პროტესტის ჩახშობის მიზნით მთავრობამ უკან დაიხია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გადააყენეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ზაზა ავალიანი. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა მინისტრის მოადგილის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მედიკოსებთან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები "პირველებს" უყვებიან, რომ საავადყოფოში მოულოდნელად მისული ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს ეკითხებოდა, როგორ მოხდა "ტვ პირველის" ხელში აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ასახული იყო ზურაბ აზარაშვილის ხმა სადაც მინისტრი ექიმებს ბოდიშს უხდიდა.

ზაზა ავალიანი კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ ჩაანაცვლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100