სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს მქონია - კეზერაშვილის საგანგებო განცხადება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი BBC-ის ხმაურიან გამოძიებაზე პირველ განცხადებას ავრცელებს.

კეზერაშვილი ქოლცენტრებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ BBC-ზე გასული მასალის დაშვებების სიმცდარე დაადასტუროს.

კეზერაშვილი ამისთვის ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა.

აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში.

გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება.

ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება".- ამბობს კეზერაშვილი.
დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.

სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100