სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არასდროს თქვა - არასდროს...“ - ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში მოსვლაზე

„არასდროს თქვა - არასდროს“, ჩვენ ზომაზე მეტად ნუ დავწვრილმანდებით ჩვენს პასუხში და ჭარბ მოკრძალებასაც ნუ გამოვიჩენთ "- ასე პასუხობს ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას, პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, „საზოგადოებას აქვს მოთხოვნა ახალ მოთამაშეებზე, ახალ სახეებზე, თუმცა აქ ახალ მოთამაშეებზე, არა როგორც სუბიექტებზე, არამედ, როგორც ახალ ხელწერაზე, ახალ მიდგომაზე".

"ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან გადაიღალა იმ ვითარებით, რომელსაც ის ხედავს და ამას, სხვათა შორის, ეს ყბადაღებული NDI – IRI-ის გამოკითხვები არ სჭირდება.

სიმართლე გითხრათ, ვინც არ უნდა იღებდეს პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებას, ამას რაღაც განსაკუთრებული ეპატაჟი არ უნდა უკავშირდებოდეს, მე თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამას ძალიან მშვიდად ვიტყვი, მაგრამ ჩემი გონება და ჩემი ფიქრი ახლა სხვა რამით არის დაკავებული. ერთი რამ მიკვირს, როდესაც საქართველოში ირჩევენ ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირს, ჩვენ კადრებს ვუყურებთ ხოლმე, ზღვა მილოცვებისა და აღფრთოვანებისა. სიმართლე რომ გითხრათ, დღეს საქართველოს რეალობაში, შენს თავზე რომ აიღო პოლიტიკური ტვირთი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს უფრო თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე აღტყინებასა და სიხარულს, ეს იმხელა ტვირთი და პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100