სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომუნიკაცია არსებობს თუმცა, კონსულტაციები არ გვქონია - ხაბეიშვილი მარგველაშვილზე

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილი თქმით, გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები არ ჰქონიათ, თუმცა მისივე თქმით, კომუნიკაცია არსებობს. ხაბეიშვილის განცხადებით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია

"ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა საუბრები ცხადია გვაქვს და გვექნება .ჩემი აზრით პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. შესაბამისად ,სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს მე დარწმუნებული ვარ, რომ იბრძოლებს პუტინის კარის და ოლიგარქის და „რუსული პარტიის" წინააღმდეგ.

კომუნიკაცია არსებობს თუმცა, კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გვქონია თქო მოგატყუებთ. თუმცა ის, რომ მნიშვნელოვანია ყველას ვესაუბროთ, აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს ესეც ცხადია და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ვიხილოთ. მარგველაშვილი ინფორმაციას უარყოფს, თუმცა პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას სისტემის დასამარცხებლად არ გამორიცხავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100