სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზესტაფონში ტრაილერი სწრაფი კვების ობიექტში შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში - ტრაილერი სწრაფი კვებით ობიექტში შევარდა. შედეგად დაწესებულებაში დასაქმებული ქალი მძიმედ დაშავდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ადგილზე მისულმა სასწრაფომ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100