სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე - არ არის გამორიცხული, იპოდრომის ტერიტორია ისევ გაასხვისონ, მივმართავ კალაძეს, ხალხი ელოდება რეკრეაციულ ზონას და არა ბეტონის ჯუნგლებს

თბილისის მერია იპოდრომის ტერიტორიაზე სპეციალურად აჭიანურებს სამუშაოების დაწყებას და დაპირების შესრულებას, რადგან მათგან არ არის გამორიცხული, რომ ეს ტერიტორია ისევ გაასხვისონ - მივმართავ კალაძეს, ხალხი აქ ელოდება რეკრეაციულ ზონას და არა ბეტონის ჯუნგლებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობა ელოდება თბილისის ცენტრალურ პარკს და არა ბეტონის ჯუნგლებს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კალაძემ და ივანიშვილმა განაცხადეს, რომ ამ ადგილას, ორი წლის შემდეგ თბილისს ექნებოდა თბილისის ცენტრალური პარკი, ამ განცხადებიდან გავიდა სამი წელი, დღეს არს 2023 წელი და არა თუ ცენტრალური პარკი არ გახსნილა ამ ადგილას, არამედ სამუშაოებიც არ არის დაწყებული. სამაგიეროდ, ჩვენ აქ ვხედავთ ქვიშის გორებს და შეუსრულებელ დაპირებებს. თბილისის მერია სპეციალურად აჭიანურებს აქ სამუშაოების დაწყებას და დაპირების შესრულებას, რადგან მათგან არ არის გამორიცხული, რომ ისევ გაასხვისონ ეს ტერიტორია, როგორც ამ დღეების განმავლობაში გაასხვისეს ფხაკაძეებზე, ყოფილი იპოდრომის ერთი ნაწილი, ამიტომ მივმართავ კალაძეს და ივანიშვილს, როდემდე უნდა ატყუოთ ხალხი? როდემდე უნდა ეცადოთ მათ გაბითურებას, გადაგდებას და დამცირებას? კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენი დანაპირები, არ გაბედოთ ამ ტერიტორიის გაყიდვა და გასხვისება, აქ ხალხი ელოდება არა ბეტონის ჯუნგლებს, არამედ თბილისის ცენტრალურ პარკს, არა ფხაკაძეების ბიზნეს ცენტრს, არამედ რეკრეაციულ ზონას. კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილო, არ გამოგივათ, ამჯერად ხალხის გადაგდება, კეთილი ინებეთ მოიყვანეთ ტექნიკა და დაიწყეთ საფუძვლიანად ამ პარკის გაკეთება, რადგან თქვენ ეს დაჰპირდით ხალხს და ეს ტერიტორია სამართლებრივად უკვე ეკუთვნის თბილისს და თბილისის მუნიციპალიტეტს. ივანიშვილის წინაშე ხალხი ვალში არ არის, ხალხმა გადაიხადა მის წინაშე ვალი და ივანიშვილმა რაც ე.წ ქველმოქმედებაში დახარჯა, ერთიანად ამოიღო საქართველოს და ხალხის ქონების ხარჯზე, ამიტომ ჩვენ ველოდებით თბილისის ცენტრალურ პარკს და არა ბეტონის ჯუნგლებს“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100