სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბათუმის დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გამოძიების ინფორმაციით, ნუგზარ სამნიძემ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა ცოლზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი 5 დეკემბერს დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100