სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე დაიკავებს

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე იმით ხსნის, რომ სავალებულო არაა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მანცდამაინც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაინიშნოს.

უპირატესობა მივანიჭე ჩვენი გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის დასოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე, - განაცხადა კობახიძემ.

ვაკანტურ პოსტებზე პრემიერიმა ასევე სხვა კანდიდატებიც წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად - ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად - გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის მრჩევლად - ზურაბ აბაშიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100