რუსი სამხედროები სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ

რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში, სამხედროები სამედიცინო დახმარების გარეშე აღმოჩნდნენ. მეთაურების განცხადებით, შექმნილ სიტუაციას მედიკამენტების სიმცირით ხსნიან. როგორც ირკვევა, ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტს, საჭირო მედიკამენტების მხოლოდ 25 და 34 პროცენტი მიეწოდებათ. მედიკამეტების სიმცირის გამო, ცენტრალური სამხედრო ოლქის ჰოსპიტალებში, შეუძლებელი ხდება სამხედროებისათვის თერაპიის კურსის ჩატარება, ანესთეზიოლოგიური და ქირურგიული სამუშაოების შესრულება.

როგორც სამხედრო პროკურატურა იუწყება, ეს პრობლემა მედიკამენტების შესყიდვისათვის გამართულ აუქციონში დაშვებული შეცდომების გამო მოხდა. პრობლემა შეიქმნა სტაციონარების კუთხითაც. როგორც ცნობილია, რუსეთში სამხედრო–სამედიცინო რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე სამხედრო–სამედიცინო დაწესებულება დაიხურა.

კომენტარი