5 მარტივი და ეფექტური რჩევა გახდომის მსრურველებს

გთავაზობთ დასავლელი მეცნიერების მიერ შემუშავებულ რჩევებს, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ.

დესერტი მიირთვით დილით - ეს დაგეხმარებათ უარი თქვათ ტკბილეულზე დღისა და ღამის საათებში, როდესაც ნივთიერებათა ცვლა ნელა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის შემდეგ მიღებული კალორიები პირდაპირ ცხიმად იქცევა.

დაჭერით საკვები პატარ-პატარა ნაწილებად - ამით თქვენ საკუთარი ტვინის მოტყუებას შეძლებთ და ჩვეულებრივზე ნაკლებ საკვებს მირთმევთ.

დაკავდით სპორტით დიალობით - ამ დროს თქვენი ორგანიზმი მაქსიმალური რაოდენობის კალორიებს წვავს.

უარი თქვით ცივ წყალზე - ორგანიზმში წყლის მარაგის შესავსებად სიცხეშიც კი ნუ დალევთ ცივ წყალს, რადგან თბილ წყალს ორგანიზმი უფრო სწრაფად იღებს.

მიირთვით ხშირად - კვლევებით დადასტურდა, რომ დიდი რაოდენობით პროდუქტების თუნდაც დღეში სამჯერ მიღების შემთხვევაში ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ნელა მიმდინარეობს რაც გახდომას ხელს უშლის, ამიტომ დაყავით დღის საკვების დოზა და მიირთვით ცოტ-ცოტა და ხშირად.

აღნიშნული რჩევების ავტორები ირწმუნებიან, რომ მათი შესრულების შემთხვევაში გახდომა მარტივი და ეფექტური პროცესი იქნება.


კომენტარი