სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ იპოვონ დაკავებულმა ქალებმა სიყვარული 21-ე საუკუნეში? 7 რჩევა

დღევანდელ გიჟურ სამყაროში ძალიან რთულია ადამიანმა თანაბრად დააბალანსო დრო სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. როგორ გამოვძებნოთ დრო ახალი ადამიანების გასაცნობად? „დრონი.ჯი“ გთავაზობთ 7 გზას თუ როგორ იპოვოთ სიყვარული.

პირველ რიგში შეწყვიტეთ მისტერ იდეალურის ძებნა. თუ თქვენ იდეალურ პარტნიორს ეძებთ, მაშინ თქვენი შანსები მის აღმოშენაში კიდევ უფრო მცირდება. გააცნობიერეთ, რომ იდეალური არავინ არ არის, და დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო მეტი მოთხოვნა გექნებათ ურთიერთობებში, თქვენი ცხოვრებიდანარა იდეალური, არამედ სხვა მამაკაცებიც გაქრებიან.

სცადეთ პარტნიორის ინტერნეტით გაცნობა. ეს არაჩვეულებრივი გზაა მათთვის, ვინც დაკავებულ ცხოვრებას ეწევა. არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ უნდა დათანხმდეთ ვირტუალურ სამყაროში მამაკაცის ძებნას. ასევე კარგი მაგალითიც იქნება. თქვენ ხომ შეხვედრა ახალ გაცნობილ ადამიანთან მოგიწევთ, ვისთანაც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.

არ გსურთ გახდეთ პროფესიონალი მკითხველი? ამან თქვენ სულიერი საზრდოს გარდა, შესაძლოა, ურთიერთობების ძიებაში ახალი პერსპექტივები დაგანახოთ, ასევე პოზიტიურობის განცდაც დაგეუფლოთ.

იარეთ საღამოს გაკვეთილებზე. დაფიქრდით რა გაინტერესებთ, დარეგისტრირდით კულინარიის, ენების ან თუნდაც კერამიკის კურსებზე. გარდა იმისა, რომ ჰობს გაიჩენთ, ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებაც გექნებათ. იქნებ სწორედ აქ შეხვდეთ სასურველ მამაკაცს.

სთხოვეთ მეგობრებს დაგეხმარონ. თქვენი მეგობრები შესაძლოა იმაზე უკეთ გიცნობდნენ, ვიდრე თქვენ საკუთარი თავი იცით. მათ ზუსტი და სწორი სასიყვარულო რჩევების მოცემა შეუძლიათ თქვენთვის. თუ მათ თქვენ არასასურველ პაემანზე წაგიყვანათ, ნუ შეეწინააღმდეგებით.

არ იგრძნოთ თავი არათავდაჯერებულად. თუ თქვენ საოცნებო მამაკაცს ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ, ნუ დაყრით ფარხმალს. დაიმახსოვრეთ, რომ საუკეთესო მომენტები ცხოვრებაში სწრაფად არ მოდის, მას ღირსეულად უნდა დაელოდოთ - ის ნამდვილად გამოჩნდება.

იზრუნეთ თქვენ გარეგნობაზე. წვრილმანები, როგორიც მაკიაჟი ახალი ტანსაცმელი და ვარცხნილობაა, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

ბოლოს კი, დაიმახსოვრეთ - სიყვარულის საპოვნელად აუცილებელია გონება მახვილები იყოთ. თუ თქვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებთ, ნურც შედეგი გაგაკვირვებთ, ისიც იგივე იქნება. ასე, რომ არ შეუშინდეთ სიახლეებს, ახალ გამოწვევებსა და გამოცდილებებს. თუ ამ ყველაფერს შეცვლით, სიყვარულიც მალევე გამოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100