სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროდუქტები, რომელთა შესახებაც გვატყუებენ

პროდუქციას, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ მაღაზიებში და ყოველდღიურად მოვიხმართ, სინამდვილეში არ აქვს ის შემადგენლობა, რასაც მწარმოებლები შეფუთვაზე უთითებენ.

წარმოგიდგენთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლის შემადგენლობის შესახებაც არ ვიცით სიმართლე.

ჩიპსები - მისი შემადგენლობის დიდი ნაწილი კარტოფილისგან არ შედგება, როგორც ეს თავში გვაქვს ჩაბეჭდილი. მისი დამზადებისთვის გამოიყენება ხორბლის ან სიმინდის ფქვილი, რომელიც სახამებელშია შერეული. სინამდვილეში, ჩიპსებში კარტოფილი მხოლოდ 42%-ს შეადგენს, გემო კი ხელოვნური დანამატებისაგან მიიღება. ერთი დიდი შეფუთვა ჩიპსის მისაღებად გამოიყენება ორი ცალი კარტოფილი. რა თქმა უნდა, არის პროდუქცია, რომელიც მხოლოდ კარტოფილს შეიცავს, თუმცა ის გაცილებით ძვირი ღირს ჩვეულებრივ ჩიპსებზე.

სენდვიჩის ყველი - რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სენდვიჩის ყველის ფირფიტების უმეტესობა სინამდვილეში ყველი არაა. იმისათვის, რომ მწარმოებლებმა ფული და დრო დაზოგონ, რძის ნაცვლად შრატის ცილას ან პალმის ცხიმს იყენებენ. ამ პროდუქციას კი არა ყველი, არამედ ყველის პროდუქტი ჰქვია, თუმცა ეტიკეტზე ამას არ უთითებენ.

მდნარი ყველი - აქაც იგივე პრობლემაა - მდნარი ყველის ნაცვლად ხელოვნური დანამატებისა და არომატიზატორებისგან მიღებული პროდუქტი, რომელსაც საუზმეზე ბავშვები მიირთმევენ. რაც მთავარია, ის ნატურალურს არაფერს შეიცავს.

საკონდიტრო ნაწარმი - განსაკუთრებით ის პროდუქცია, რომელსაც კრემიანი ან ჯემიანი შიგთავსი აქვს, მაგალითან კრუასანები და ფუნთუშები. ეს შიგთავსები ძალიან მცირე რაოდენობით არის მასში. მწარმოებლები ეკონომიის ხარჯზე მიზერული რაოდენობის კრემს ან ჯემს უკეთებენ პროდუქტებს. მყიდველი კი შეძენისას ძირითად აქცენტს შიგთავსზე აკეთებს, რაც თითქმის არ იგრძნობა მასში.

თხილიანი შოკოლადი - „ძალიან ბევრი თხილით“ - ეს სიტყვები უამრავი შოკოლადი ფილის სავიზიტო ბარათია. თუმცა, სინამდვილეში ერთი ფილა დაახლოებით 2-3 თხილის გულს შეიცავს მხოლოდ.

ხსნადი ყავა - რასაც არ უნდა ამბობდნენ რეკლამებში, ხსნადი ყავა არ არსებობს 100%-ით ნატურალური. მართალია, ის ნატურალური მარცვლებისაგან კეთდება, თუმცა გადამუშავების დროს კარგავს ყოველგვარ დადებით თვისებებს. ამასთან ერთად, შეფუთვისთვის განკუთვნილ გრანულებს ეკარგება ის არომატი და გემო, რაც რეალურად უნდა ჰქონდეს.

ცივი ჩაი - ის ჩაის ექსტრაქტით კეთდება. ფოთლებს ხარშავენ, შემდეგ ახმობენ, ფქვავენ და ფუთავენ, რომელიც საბოლოოდ ისევ ადუღებულ წყალში უნდა გაკეთდეს, შემდეგ კი გაცივდეს. ჩვენთან გასაყიდ პროდუქციაში ჩაის ექსტრაქტის შემცველობა 1%-ზე ნაკლებია, დანარჩენი კი არის წყალი, შაქარი და არომატიზატორები. თუ ბოთლს შეფუთვაზე არ აწერია „ჩაის ექსტრაქტი“, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მხოლოდ წყალი, შაქარი, არომატიზატორები და ხელოვნური დანამატებია.

ნაღების კარაქი - ნამდვილი ნაღების კარაქი რძისგან და ნაღებისგან კეთდება, ხოლო გასაყიდი პროდუქციის შეფუთვაზე თუ ეს ორი კომპონენტი არ წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მარგარინს ყიდულობთ.

გაყინული პროდუქტები - იმისათვის, რომ გაყინული პროდუქტების წონამ მოიმატოს, შეფუთვის დროს ხშირად ამატებენ წყალს, რათა ყინულის წინა მის წონას მიემატოს.

ჩამოსხმული წყალი - არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ჩამოსხმული წყალი, რომელსაც ნატურალურად წარმოგვიჩენენ, სინამდვილეში ჩვეულებრივი ონკანის წყალია და არაფრით გამოირჩევა სახლში აღებულისგან.

კარტოფილი ფრი - მისი შეკვეთისას დიდი და პატარა ზომის არჩევის დროს ვიზუალური ეფექტის ტყუილის მონაწილე ვხდებით. სინამდვილეში დიდი ზომის კოლოფში მოთავსებულია 4-5 გრამით მეტი ფრი, შეფუთვა კი თვალს ატყუებს და ვიჯერებთ, თოთქოს უფრო მეტს მივირთმევთ, რა თქმა უნდა, მეტი თანხის ფასად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100