"ეს იშვიათი დაბნელებაა, ისეთი როგორიც 150 წელიწადში ერთხელ ხდება" - აი რას გვირჩევს ასტროლოგი დღევანდელ მთვარის დაბნელებაზე

დღეს მთვარის სრული დაბნელებაა. ასეთი დაბნელება 150 წელიწადში ერთხელ ხდება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ადამიანებს რჩევებს აძლევს:

"მეგობრებო, ორი დღე დარჩა მთვარის დაბნელებამდე. 31 იანვარს ველოდებით ზუსტად ამ მოვლენას. ეს იშვიათი დაბნელებაა, ისეთი როგორიც 150 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე. ეს არის ე.წ "ცისფერი მთვარე" და მთვარის სრული დაბნელება ხდება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. შესაბამისად ყველაზე დიდი სიფრთხილისა და მობილიზაციისკენ ზუსტად ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს მოვუწოდებ. (განსაკუთრებით მათ ვინც დაიბადა ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოს ათ რიცხვამდე რადიუსში). ასევე იგრძნობენ ამ დაბნელებას მძაფრად მორიელები, კუროები და მერწყულები.

დაბნელების დღეებში 2-3 დღით წინ და უკან, ადამიანებში მატულობს ემოციური ფონი, შფოთვა, ბევრი სუსტი ფსიქიკის მქონე ინდივიდი მიდრეკილია გაუაზრებელი, იმპულსური საქციელისკენ. ასეთი ხალხი ხშირად ქვეცნობიერის კარნახით მოქმედებს ხოლმე დაბნელების ენერგეტიკიდან გამომდინარე ამიტომ არიან იმპულსურები, აგრესიულებიც რიგ შემთხვევაში. დაბნელება ააქტიურებს ადამიანის ღრმა ქვეცნობიერს. შესაბამისად ზედაპირზე ამოდის ყველა ის თვისება რომელსაც სხვა, ჩვეულებრივ დღეებში ასე თუ ისე ნიღბავს ადამიანი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიფრთხილით და წინდახედულებით გაიაროთ. გააქტიუროთ საკუთარ თავში ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი, დადებითი თვისებები - გამოიჩინოთ მაქსიმალური სიყვარული ახლობელი ადამიანების მიმართ, გულით მიიღოთ გადაწყვეტილებები, აღმოაჩინოთ და განავითაროთ საკუთარ თავში შემოქმედებითი პოტენციალი, გასცეთ დიდი დოზით სიყვარული და რაც მთავარია გამოხატოთ ღიად, აქტიურად ეს გრძნობა".

კომენტარი