23 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გარშემო მყოფებთან მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული. თქვენ გარშემო მშვიდობიანი და ლაღი გარემო შექმენით.


კურო - საქმიანი დღის მიუხედავად, დასვენებასა და მეგობრებთან ერთად გართობას მოახერხებთ. საღამოს მხიარული წვეულება მოაწყვეთ. გარშემო ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ.

ტყუპი - არავითარ შემთხვევაში არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ და არ თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე. იყავით მიზნამიმართული, რომ მოიპოვოთ გარშემო მყოფების პატივისცემა და გახდეთ ბედნიერი.

კირჩხიბი - გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება, რჩევა სჭირდება. კარგი დღეა წარსულის გასააზრებლად და შეცდომების გამოსასწორებლად. საღამოს ოჯახის წევრებს მყუდრო, "გემრიელი" გარემო შეუქმენით.

ლომი - საქმიანო და ნაყოფიერი დღე გელით. კოლეგებთან ერთად გადახედეთ და შეაჯამეთ მიმდინარე საკითხების. გამოიტანეთ სწორი დასკვნები. მშვიდად გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. კარგი დღეა სემინარებსა და კონფერენციებში დასასწრებად/მონაწილების მისაღებად.

ქალწული - დღეს ლიდერის პოზიცია უნდა მოირგოთ და მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ საქმეებსა და კოლეგებზე. წარმატებული დღე გელით. მთავარია, გამარჯვებაზე იყოთ ორიენტირებული და სწორად გადაანაწილოთ ვალდებულებები.

სასწორი - გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე მხოლოდ სასიამოვნო ამბები მოუყევით. დანარჩენი თქვენთვის დაიტოვეთ. ზოგიერთი

მარტივად გაწყვიტავს იმ კავშირს, სადაც თავს შებოჭილად გრძნობს.

მორიელი - ყველას მაგივრად პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მოერიდეთ კონტაქტს ფეთქებად ადამიანებთან. საღამო თქვენთვის სასიამოვნო, პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

მშვილდოსანი - ნუ ჩაიციკლებით წარსულ წარუმატებლობაზე, მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული მომავალ გამარჯვებაზე. საღამოს დიდი ხნის უნახავ ნათესავებს შეხმიანეთ და მხოლოდ პოზიტიური ამბები გაიხსენეთ.

თხის რქა - გარშემო მყოფები ცვლილებებს გამჩნევენ და ვერ ხვდებიან რა ხდება. ახალაგაცნობილებს ვარცხნილობა და სამოსი კი არა, ცოდნა უნდა შეუფასოთ. კარგი დღე ელით სპორტსმენ ნიშნებს.

მერწყული - შეიძლება ისეთი ამბავი გაიგოთ, რაც არ გესიამოვნებათ. მაქსიმალური თავშეკავება გმართებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მათი დახმარების იმედი გქონდეთ.

თევზები - დააკვირდით გარშემო მყოფებს, მათგან ბევრს ისწავლით. შეიძლება მათი გამოცდილება დაგეხმაროთ საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთს ცვლილება ელის პირად ცხოვრებაში.

კომენტარი