21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელი დღე ფაქტიურად მოვლენების გარეშე ჩაივლის, ისარგებლეთ ამით და მაქსიმალურად დაისვენეთ. დღეს ვარსკვლავები გირჩევენ ახლობლები გაანებივროთ თქვენი ყურადღებით, ბოლო პერიოდში მათ მოაკლდათ თქვენი ყურადღება.

კურო

დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ.

ტყუპები

შეეცადეთ დრო არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც დაუთმოთ. ამგვარმა დაკვირვებამ შესაძლოა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზებიც კი გიკარნახოთ.

კირჩხიბი

დღეს, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევთ თავს, მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, მაინც მაქსიმალური ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა გმართებთ, რათა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, თვალნათლივ დაჩრდილოთ და ჩამოიშოროთ.

ლომი

დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიახლეების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტისას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედიც იქონიოთ და სირთულეების გადაჭრა მანამ შესძლოთ, სანამ მათი მოგვარება თქვენს ძალებს არ აღემატება.

ქალწული

დღეს ვარსკვლავები, ერთობ პერსპექტიული და მომგებიანი ნაცნობობის დაწყებას გპირდებიან. ამას გარდა შესაძლოა, საღამოს განწყობა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვამ ან მოულოდნელად მიღებულმა საჩუქარმაც გაგიუმჯობესოთ.

სასწორი

დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესამჩნევად იკლებს, რაც თქვენში გაუცნობიერებელ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობაც.

მორიელი

დღევანდელ დღეს, თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში,ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას ან ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში

მშვილდოსანი

დღევანდელი დღე იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობას გამოიჩენთ, შესაძლოა თქვენთვის მოულოდნელი და ძალზე პოზიტიური შედეგებით დასრულდეს. წარმატება ძირითადად საქმიანი და პროფესიული კუთხით გელოდებათ.


თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ დღეს მოუსმინოთ თქვენზე გამოცდილი ადამიანების რჩევებს, რასაც არ უნდა ეხებოდეს ისინი. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. აგრეთვე დღეს მიიღებთ მნიშვნელოვან შეტყობინებას შორიდან.

მერწყული

თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება.

თევზები

დღეს სამსახურში შენიშვნას მიიღებთ ხელმძღვანელისგან. გულს ნუ გაიტეხთ ეცადეთ შენიშვნა გაითვალისწინოთ და უფრო დიდი ძალისხმევით გააგრძელოთ მუშაობა. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, მყუდრო გარემოში.

კომენტარი