10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცხოვრების საქმიანი და ფინანსური მხარეები სრულ სიამოვნებას მოგანიჭებენ. წარმატებასა და პოპულარობას მიაღწევთ. მეგობრების წრეში და კოლეგებთან თქვენი სახელი პატივისცემას დაიმსახურებს.

კურო
ეს დღე აფერასთან და სიცრუესთან ასოცირდება. შესაძლოა, მარტივად შეგიყვანონ შეცდომაში. მთავარია, სწრაფი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და მოიშოროთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის ფულის „გამოძალვას“ შეეცდებიან. თუკი თავშეკავებულობას გამოიჩენთ, რამდენიმე დღეში მიხვდებით, რომ იღბალმა გაგიღიმათ.

ტყუპები
შესანიშნავი დღე გელოდებათ. პრობლემებიდან, რომლებშიც აღმოჩნდებით, ბედისწერა თავისთავად გამოგიყვანთ. ტყუპების უმეტესობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეძლებს. შეცდომის დაშვების დროს, შეეცადეთ, ის დაუყოვნებლივ გამოასწოროთ და მომავალში მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვათ.

კირჩხიბი
თქვენთვის კონფლიქტებისა და გაუგებრობის პერიოდი დგება. ეს დრო არცთუ ისე შესაფერისია ურთიერთობებისთვის. უმჯობესია, ეს საღამო განმარტოებით გაატაროთ ან თუ განმარტოებას ვერ მოახერხებთ, შეეცადეთ, თვალში ზედმეტად არავინ მოგხვდეთ.

ლომი
გეგმებში პროფესიონალური დავალებები და პირადი ურთიერთობები გაქვთ ჩანიშნული. ვარსკვლავების თქმით, თუკი ხელოვნებით ხართ გატაცებული, წინ საინტერესო მოვლენები გელოდებათ. დროა, საკუთარ ფანტაზიებს თავი მოუყაროთ და მათგან ახალი შემოქმედებითი პროდუქტი შექმნათ.

ქალწული
ეს დღე თანამშრომლობასა და სტაბილურობასთან ასოცირდება. ქალწულების უმეტესობას აწყობს ამგვარი ტენდენცია. ამ დღეს შეძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას და თუკი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეეცადეთ, არ შეცვალოთ. ჟინიანობა პლუსია, ხოლო სიჯიუტე - მინუსი. ეს ნაკლი ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ.

სასწორი
უფროს თაობასთან კონფლიქტური სიტუაციები გელოდებათ. უკომპრომისობა და დაუფიქრებელი საქციელი პრობლემებს შეგიქმნით როგორც ოჯახში, ისე სახლს გარეთ. გაწონასწორებულად მოეკიდეთ პრეტენზიებს და შეეცადეთ, ავტორიტეტი შეინარჩუნოთ.

მორიელი
პლანეტების ჰარმონიული შერწყმა სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებზე შესანიშნავად აისახება. ხელმძღვანელთან, მშობლებთან ან საყვარელ ადამიანთან საუბარი კონსტრუქციულად ჩაივლის. განეწყვეთ ადამიანზე, ვისთანაც მოგიწევთ ურთიერთობა. ისაუბრეთ მასზე რაიმე საინტერესო თემაზე და ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებთ. ეს უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ურთიერთობებს.

მშვილდოსანი
თქვენი კომუნიკაბელურობა ცვალებადი იქნება. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ მოსალოდნელია შეუსაბამო სიტუაციები, დაგვიანებები და იმედგაცრუებები. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ საქმეებს, შეხვედრებსა და ურთიერთობებს.

თხის რქა
ამ დღეს ძალიან მგრძნობიარე იქნებით. სასიყვარულო სფეროში მცირე უსიამოვნება შეგექმნებათ, თუმცა, მას მალევე მოაგვარებთ. იჩქარეთ, ყოველ წამს ჩაიდინოთ კეთილი საქმეები, ხშირად გაიღიმოთ და თაყვანისმცემლები თვალს ვერ მოგწყვეტენ.

მერწყული
ამ დღეს აზარტულ თამაშებში არ გაგიმართლებთ. გარდა ამისა, თქვენი უხასიათობა განაპირობებს იმას, რომ ბედისწერა არაფერს გიკარნახებთ. ნუ დაეცემით სულიერად, არ იზარმაცოთ, დაგეგმეთ საკუთარი სამუშაო და მიზნის მისაღწევად სტრატეგია მოიფიქრეთ. ამასთანავე, მოერიდეთ ავანტიურებსა და რისკებს.

თევზები
ეს დღე თქვენთვის ხალისიანი და პოზიტიური აღმოჩნდება. წარმატებით ჩაივლის, მაგალითად, პრეზენტაციები, რეკლამები, გასართობი შოუ. თამამად აიღეთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობები. თქვენი ენერგეტიკა ყველა დავალების შესასრულებლად საკმარისი იქნება.

კომენტარი