სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ მიიღებთ საპასუხუსმგებლო გადაწყვეტილებებს, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები. არის ალბათობა მოვლენების განვითარებამ კულმინაციას მიაღწიოს.

კურო

მიუხედავად ერთგვარი შეზღუდვებისა, თქვენ შეძლებთ შემოქმედებითი განწყობითა და პოზიტიური დამოკიდებულებით მოინადიროთ ირგვლივმყოფნი და მოაგვაროთ ყოველგვარი პრობლემა.

ტყუპები

აუცილებლად მოაგვარეთ ოჯახში წამოჭრილი პრობლემები. მოაწესრიგეთ და ნუ ააჭიანურებთ იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც დაპირისპირებებსა და უთანხოებებს იწვევს.

კირჩხიბი

ენდეთ საკუთარ თავსა და ინტუიციას, მეტი დრო დაუთმეთ დასვენებასა და საკუთარ ინტერესებს, გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და მიენდეთ მოვლენების დინებას.

ლომი

მოიფიქრეთ როგორ გამოიყენოთ მატერიალური შემოსავლები რაც შეიძლება ეფექტურად და გონივრულად, შეცდომები კი გაითვალისწინეთ სამომავლოდ.

ქალწული

იყავით მეტად გაბედული და თამამად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და უნარები. სამყარო ხელს გიწყობთ და გიქმნით გარემოს, რათა წარმოაჩინოთ თქვენი პოტენციალი.

სასწორი

შესანიშნავი დროა მოაწესრიგოთ ყველაფერი, იქნება ეს თქვენი პირადი თუ

სამსახურეობრივი საკითხები. თუ ამ მნიშვნელოვან მომენტს ხელიდან გაუშვებთ, ისევ

ძველ წრეზე მოგიწევთ ტრიალი.

მორიელი

მართალია დაძაბული დღეა, მაგრამ ეს ის დროა, როდესაც პრობლემები და დაბრკოლებები საბოლოო ჯამში გამარჯვებით დაგვირგვინდება და მოგებასა მოგიტანთ.

მშვილდოსანი

დღეს თქვენს სიმტკიცესა და მოთმინებას გამოცდა ელის. სამომავლოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად შეგიძლიათ სტაბილურობის შენარჩუნება კრიზისულ სიტუაციაში.

თხის რქა

არის ხოლმე მომენტები, როდესაც თავს წამოყოფენ ის პრობლემები, რომლებზეც თვალებს ხუჭავდით, ან მოგიწევთ რაიმე მნიშვნელოვანზე უარის თქმა ან უნდა მიიღოთ ახალი წესები და ადაპტირდეთ.

მერწყული

ელოდეთ უამრავ ახალ ინფორმაციას, თვალი მიადევნეთ საინტერესო სიახლეებს და იფიქრეთ იმაზე თუ როგორ გამოიყენოთ ისინი სარგებლიანად.

თევზები

ემოციური ფონი მატულობს შინ თუ გარეთ, შესაძლოა გეგმებში კორექტივების შეტანა მოგიწიოთ. არის კონფლიქტისა და უთანხმოებების ალბათობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100