3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავი შეკავეთ მფულის ვალად გაცემის ან აღებისგან თუნდაც საგარანტიო ვალდებულებებით. ეს თქვენი მხრიდან უგუნური საქციელი იქნებოდა ამ ეტაპზე. მოერიდეთ ეჭვიანობას.

კურო

იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ, მოიფიქრეთ რაიმე იდუმალი და დამაინტრიგებელი, მაგრამ არ მოწყდეთ რეალობას და ობიექურობას. დროულად მოაგვარეთ პრობლემები და განაგრძეთ თქვენი გზით სვლა.

ტყუპები

თქვენს საქმიანობაში შესაძლოა მიაგნოთ საინტერესო მეთოდს უკეთესი შედეგის მისაღებად, მაგრამ სანამ მას პრაქტიკაში გამოიყენებთ, სჯობს კონსულტაცია გაიაროთ უფრო მეტად გამოცდილ პროფესიონალებს.

კირჩხიბი

ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება და კარიერაზე ფიქრი წამოიწევს წინა პლანზე, დიდი ალბათობით კარგი სიახლეებია მოსალოდნელი პროფესიულ ასპარეზზე. ელოდეთ სიურპრიზს საყვარელი ადამიანისგან.

ლომი

იყავით მოქნილი და დიპლომატიური, მოერიდეთ ამპარტავნებისა და ამბიციების გამოვლენას გარშემომყოფებთან. ასეთ შემთხვევაში იოლად დააღწევთ თავს უხილავ წყალქვეშა ლოდებს და წარმატებასაც მიაღწევთ.

ქალწული

დღეს შესაძლოა უამრავი ინფორმაციის დამუშავება და მოძიება დაგჭირდეთ ახალი პროექტისათვის, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებთ. იყავით ფრთხილად, შესაძლოა მხედველობის პრობლემებმა იჩინოს თავი.

სასწორი

დიდი ალბათობით კოლეგები და ხემძღვანელობა თქვენი გეგმებით დაინტერესდება. თუმცა არის კამათის ალბათობაც. საბოლოო ჯამში უპირატესობა თქვენს მხარეს იქნება და საკმაო სარგებელს მიიღებთ.

მორიელი

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და კორექტულად მოიგერიეთ არაკეთილმოსურნეთა კრიტიკული გამოხტომები. მოულოდნელად მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

მშვილდოსანო

შესაძლოა მოულოდნელად შემოგთავაზონ რაიმე სწრფად გასაკეთებელი საქმე, რომელიც მნიშვნელოვნად შეავსებს თქვენს ბუჯეტს. ნუ შეუშინდებით მოულოდნელობებს და გაბედულად შეუდექით საქმეს.

თხის რქა

იყავით ფრთხილად და ყურადღებით, ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რადგან თქვენს კონკურენტებსა და მოწინააღმდეგეებს არ სძინავთ, ისინი თვალს გადავნებენ და შესაფერის დროს ელოდებიან.

მერწყული

არის ალბათობა მიგიწვიონ რაიმე თავყრილობაზე ან კრებაზე, თქვენი გამოსვლა მეტად შთამბეჭდავი იქნება ყველასთვის და დიდ ინტერესსაც გამოიწვევს თქვენი პროექტებისადმი.

თევზები

შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს თქვენი წარსულიდან, რომელიც აგაფორიაქებთ, იყავით ფრთხილად და იმოქმედეთ გონივრულად, თვალი გაუსწორეთ რეალობას და ობიექტურად შეაფასეთ ყოველივე.

კომენტარი