ცხვრის მწვადი

მასალა:

ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 1 კილოგრამი

ცხვრის დუმა - 100 გრამი

მწვანე ხახვი - 200 გრამი

ოხრახუში - 3 ძირი

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მსუქანი ცხვრის ან ბატკნის ხორცი (როგორც ნეკნებიანი, ისე რბილი ადგილები) დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და ჩავყაროთ თუჯის ქვაბში (ან ტაფაში). დავდგათ ძლიერ ცეცხლზე და შევწვათ თავისივე სიმსუქნებში. ხანგამოშვებით ვურიოთ, ისე, რომ თითოეული ნაჭერი კარგად გაწითლდეს. როდესაც შეიწვება, მწვადს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სამი სანტიმეტრის სიგრძეზე დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი.

კომენტარი