სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარშირებული ტკბილი წიწაკა

მასალა:

4 ღერი ტკბილი წიწაკა

ცომისათვის:

2 ცალი კვერცხი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

1 სუფრის კოვზი წყალი

შიგთავსისათვის:

120 გრამი დაჭრილი ყველი ან 100 გრამი გატარებული ხორცი, რომელსაც უნდა დავამატოთ ნახევარი თავი წვრილად დაჭრილი, შებრაწული, მარილ და პილპილმოყრილი ხახვი.

წიწაკის ღერები გავჭრათ სიგრძეზე, მოვაშოროთ თესლი და გავრეცხოთ. დავასხათ ცხელი წყალი და დავტოვოთ 20 წუთი, რომ ცოტა დალბეს. მომზადებულ წიწაკაში მოვათავსოთ ყველი ან ხორცის ფარში. ნახევრები ერთმანეთს დავადოთ და გადავახვიოთ ძაფით. კვერცხის გულები შევურიოთ წყალსა და ფქვილს. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ორივე მასა დავამატოთ ფქვილს. მომზადბეული წიწაკის ღერები ჩავუშვათ ცომში, შემდეგ კი თითოეული ცალ-ცალკე შევბრაწოთ მდუღარე ცხიმში. შებრაწული წიწაკის ღერები მოვათავსოთ საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმი დაიწუროს. სუფრაზე სოუსთან ერთად მივიტანოთ.

კომენტარი