ყველის ბურთულები

მასალა:

4 კვერცხის ცილა

200 გრამი გახეხილი ყველი

ცოტა ფქვილი

შესაწვავად საჭირო ცხიმი

წვრილად დაჭრილი ოხრახუში

მარილი, პილპილი

კვერცხის ცილას მოვაყაროთ მარილი და ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ გახეხილი ყველი, მიღებულ საკმაოდ სქელ მასას შეგვიძლია დავამატოთ პილპილი. გავაკეთოთ მცირე ზომის ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ მდუღარე ცხიმში. როდესაც ბურთულები ზომით ორჯერ გაიზრდება ამოვიღოთ, შევაშროთ, მოვაყაროთ დიდი რაოდენობით ოხრახუში და სუფრაზე შემთბარი ლანგრით მივიტანოთ.

კომენტარი