ბადრიჯანი ტკბილი წიწაკით

მასალა:

ბადრიჯანი - 1 კილოგრამი

ტკბილი წიწაკა - 6 ცალი

ხახვი - 2-3 თავი

პამიდორი - 700-800 გრამი

მცენარეული ზეთი - 1 ჩაის ჭიქა

მწვანილი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით

ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე ისე, რომ ერთმანეთს არ დავაშოროთ; ჩაის კოვზით გამოვაცალოთ თესლი. ტკბილი წიწაკა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ შიგ მარილი, დაჭრილი მწვანილი (ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, ქინძი), აგრეთვე წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა, ნიორი და ხახვი. მწიფე, მაგარ პამიდორს კანი თხლად მოვაცილოთ, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ მომზადებულ მასალაში. მიღებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯანი, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ბადრიჯანი მზად არ იქნება.

კომენტარი