ტრეფიკინგი აჭარაში

თურქეთის მოქალაქე აჭარაში ტრეფიკინგის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქეს, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა.

დაკავებულმა პასპორტი გამოართვა, რითაც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა. თურქეთის მოქალაქემ იგი მოტყუების, შანტაჟისა და იძულების გზით პროსტიტუციაში ჩააბა.

გამოძიება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი