სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიარაღებული თავდასხმა გურიაში

გურიაში, კერძოდ ოზურგეთში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ინციდენტის შედეგად დაჭრილია ორი მცხოვრები - გელა კობალაძე და რევაზ მახარაძე.

თავდასხმა გამთენიისას მოხდა, როდესაც კობალაძე და მახარაძე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ადგილობრივების ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილია ადგილობრივი მკვიდრი, გვარად მალაზონია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, მალაზონიას და მახარაძეს პირადი კონფლიქტი ჰქონდათ და ადგილობრივები თავდასხმას ამას უკავშირებენ.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გელა კობალაძე ხელშია დაჭრილი, ხოლო რევაზ - მახარაძე ფეხში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაჭრილ მახარაძეს, პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებულია, იგი რამდენჯერმეა ნარკოტიკულ დანაშაულზე ნასამართლევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100