გურჯაანში 16 წლის მოზარდმა თანატოლი დაჭრა

გურჯანიის რაიონ სოფელ მელაანში, 16 წლის მოზარდმა თანატოლი სულხარ ჯავახიშვილი ფიწალით დაჭრა.
სკოლის მოსწავლეებმა ჯერ ერთად იქეიფეს, შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირების მიზეზი ძველი წყენა გახდა.

დაჭრილის მდგომარეობა გართულებულია, ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დაჭრილის თანატოლი უკვე დაკავებულია და ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარი