ხუხაშვილი: ბედუკაძემ ხარაკირი გაიკეთა

პრემიერის მრეველი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბარში ლადო ბედუკაძისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაავისუფლებაზე საუბრობს. გია ხუხაშვილის აზრით ბედუკაძის შემდთხევა უნიკალურია.

"ბედუკაძის შემთხვევა გარკვეულწილად უნიკალურია. მას გახსნილ დანაშაულზე კი არ მიუცია ჩვენება, თვითონ გახსნა დანაშაული და ამით ე.წ ხარაკირი გაიკეთა. ბედუკაძე, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, მაგრამ მან მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოავლინა. ცალკე საკითხია, ამის გამო ის ციხიდან უნდა გამოეშვათ თუ ბრალი შეეემსუბუქებინათ, მაგრამ მან ისეთი რამ გააკეთა, რაც მგონი, არც ერთი ქვეყანაში არ მომხდარა. არ მსმენია, ადამიანს არარსებულ საქმეზე საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. როდესაც ადამიანების წამების გამო შს და თავდაცვის სამინისტროების მოქმედი თანამშრომლები დაიჭირეს და ეს პროცესი დაიწყო, არა მგონია, ვიღაცეებს ხელი დააფარონ".

კომენტარი