სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარული ჩანაწერების ამსახველი 5000 ახალი ფაილი -აღმოჩენილი ვიდეო-მასალების რიცხვმა 17 000 მიაღწია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ფარული ჩანაწერების ამსახველი დამატებით 5 000 ახალი ფაილი აღმოაჩინა, - ამის შესახებ განცხადება გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა სააგენტო „ფრონტნიუსის“ პრესკლუბში გააკეთა.

ლაშა ტუღუშის ინფორმაციით, ორი დღის წინ გაიმართა კომისიის სხდომა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორი-სამი კვირის მანძილზე, შსს-მ დამატებით კიდევ 5 000 ფაილი აღმოაჩინა. ტუღუში ვერ აკონკრეტებს თუ სად მოხდა ახალი მასალების აღმოჩენა თუმცა აცხადებს, რომ აღმოჩენილი მასალები პოლიტიკური შინაარსისაა, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, ოფისების, მოლაპარაკებების, შესაძლო საიდუმლო საუბრების და ფინანსურ აქტივობებთან დაკავშირებულს ინფორმაციას. „ახალი ინფორმაციები სოკოებივით იზრდება, მუდმივად ხდება სადღაც, რაღაცების აღმოჩენა, მომავალშიც უნდა ველოდოთ სიურპრიზებს", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100