სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენ წელს მიუსჯიან ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორებს?

ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაო, ერთიდან ორ წელამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა-ეს ის სანქციებია, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორის წინააღმდეგ გატარდება.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების მიხედვით აღნიშნული სანქციები გამკაცრდება თუ ქმედება დამამძიმებელ გარემოში იქნება ჩადენილი. ამ შემთხვევაში სასჯელი ხუთიდან შვიდ წლამდე განისაზღვრება. ასევე დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა "112"-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის, რის გამოც და სპეციალური მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ემატება. კერძოდ, "112"-ის გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე, აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ამასთან "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, "112"-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით, ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილზე გასვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100