სროლა თბილისში - დაჭრილია 2 ადამიანი

სროლა იყო რამდენიმე წუთის წინ თბილსში. საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს.

სროლის შედეგად არავინ დაღუპულა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. როგორც ექიმები აცხადებენ, დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარი