ქალი პოლიციელი შეფურთხებისგან გარდაიცვალა

კიევის პოლიციის 35 წლის თანამშრომელი არინა კოლცოვა ახალი წლის ღამეს დამნაშავის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას.

დაპატიმრებისას დამნაშავემ ქალს სახეში შეაფურთხა, მაშინ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამართალდამრღვევი ტუბერკულიოზის მძიმე ფორმით იყო ავად.

დაავადებამ, რომელიც პოლიციელ ქალს დამნაშავისგან გადაედო რამდენიმე თვის შემდეგ გამოავლინა თავი და არინა ჰოსპიტალიზებული იქნა, თუმცა მკურნალობის კურსმა შედეგი არ გამოიღო და პოლიციელი გარდაიცვალა.

კომენტარი